სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: მედიის კვლევები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მედიის კვლევების მაგისტრი
დადგენილების ნომერი №22316 (დანართი №45)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მანანა შამილიშვილი; ასოცირებული პროფესორი მარი წერეთელი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსები - 45 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო სასწავლო არჩევითი კურსები - 40 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი
თავისუფალი კურსები - 5 ECTS კრედიტი
მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მისაღები საგამოცდო და გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
მედიის კვლევები - საგამოცდო საკითხები
პროგრამის მიზანია, მოამზადოს მედიის კვალიფიციური მკვლევარი, რომელიც:
შეიძენს მულტიდისციპლინული და ინტერკულტურული კომუნიკაციების მოდელების კონტექსტურ, ღრმა და სისტემურ ცოდნას, რომლებიც მედიის განვითარებას, აუდიტორიაზე მის ზემოქმედებასა და უკუგებას განაპირობებს;
სიღრმისეულად გაიაზრებს მედიის კლასიკურ კონცეფციებსა და უახლეს თეორიებს, განსაზღვრავს მის ადგილს არა მარტო მასობრივი კომუნიკაციის, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სისტემაში;
კრიტიკულად გაიაზრებს მედიის როლსა და კავშირს საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესთან, მის წვლილს საზოგადოებისა და კულტურის ტრანსფორმაციაში;
პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვით დაგეგმავს, განახორციელებს და არგუმენტირებულად წარადგენს საკუთარი კვლევის შედეგებს, შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, აკადემიური და ფართო საზოგადოების წინაშე.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალურ ზღვარს;
წერითი გამოცდა სპეციალობაში;
გამოცდა ინგლისური ენაში (B2 დონე)/შესაბამისი სერტიფიკატი თსუ ენების ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად;
გასაუბრება მიმღებ კომისიასთან;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
საბოლოო რანჟირებული ქულა გამოითვლება შემდეგნაირად:
წერითი გამოცდა სპეციალობაში - 60 ქულა - მინიმალური 51 ქულა;
ზეპირი გასაუბრება სპეციალობაში - 20 ქულა;
ინგლისური ენის გამოცდა/სერთიფიკატი - 20 ქულა.
აღწერს და სისტემურად განმარტავს მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე თეორიებსა და კვლევის მეთოდებს, მათი განვითარების ისტორიას;
აცნობიერებს და არგუმენტირებულად ასაბუთებს მასკომუნიკაციის მკვლევრის როლსა და მნიშვნელობას დემოკრატიული, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.
ღრმად და კომპლექსურად აანალიზებს დარგის პრობლემატიკას, მართებულად და დამოუკიდებლად აგებს კვლევის კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ ჩარჩოს;
პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვით აგროვებს რეპრეზენტატულ ან/და სიღრმისეულ მონაცემებს;
შესაბამისი კვლევის ტექნიკებისა და კონტექსტური ცოდნის გამოყენებით აანალიზებს და აფასებს არსებულ მედიაგარემოს, გამოაქვს დასაბუთებული დასკვნები;
აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით ამზადებს აკადემიური დარგის შესაბამის კვლევით ნაშრომს;
არგუმენტირებულად მსჯელობს მედიაინსტიტუციათა ფუნქციონირების სტანდარტების შესახებ და მათით ხელმძღვანელობს საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას;
პროფესიულ დონეზე იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს სამეცნიერო კვლევისა და მისი შედეგების კომუნიკაციისთვის.
საკუთარი კვლევის შედეგებით ხელს უწყობს მედიაგრემოს განვითარებასა და მედიაკლიმატის გაუმჯობესებას როგორც ლოკალურ, ისე რეგიონულ დონეზე.
- ყველა სახის მედია და საინფორმაციო სამსახური;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები;
- ანალიტიკურ–საკონსულტაციო სააგენტოები;
- არასამთავრობო ორგანიზაციები;
- საჯარო სექტორი;
- მედიისა და კომუნიკაციების კვლევითი ორგანიზაციები;
- სარეკლამო სააგენტოები და მედიამონიტორინგის კომპანიები.